#არანამახვანჰესს – ქუთაისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს (LIVE)

#არანამახვანჰესს ამ მოწოდებით ქუთაისის ცენტრში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებით ითხოვენ, ჰესი არ აშენდეს და ტერიტორია ივენსტორმა დატოვოს.

ცნობისთვის, მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობა 3 თვეზე მეტია აქციებს მართავს და მშენებლობას აპროტესტებს.

კასკადის პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ ის ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია “ენკა” ახორციელებს.

ამჟამად ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.