არასათანადოდ დავაფასეთ ცხოვრებაში” – მიხეილ სააკაშვილი რეზო გაბრიაძეზე

” არასათანადოდ დავაფასეთ ცხოვრებაში” – ასე ეხმაურება, რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მასთან ერთად, სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

”გენიალურმა რეზო გაბრიაძემაც დაგვტოვა – ქუთაისის და საქართველოს სიამაყემ.ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, პირადად ვიცნობდი და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი.ოდესის მმართველი რომ გავხდი, მაშინ განსაკუთრებით დავაფასე იმიტომ, რომ ყველა ოდესელმა არა მხოლოდ სახელი იცის რეზო – პრაქტიკულად მისი ციტატებით მელაპარაკებოდა ბევრი. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მასშტაბის ქართველი ხელოვანი, რომელიც ალბათ არასათანადოდ დავაფასეთ ცხოვრებაში.” – წერს მიხეილ სააკაშვილი