ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აშშ. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს აშშ-ს შარშან, შარშანწინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი.

ამბობს პრემიერი ირაკლი კობახიძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო დახმარება 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონით ნაკლებია 2024 წლის მოცულობასთან შედარებით.