”გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული ნაციონალური მოძრაობისა და სირცხვილიას მიერ. თავიდან მეც მეგონა რომ დამოუკიდებელი ორგანიზატორები ჰყავდა, არაპარტიული სულისკვეთების, მაგრამ როდესაც ჩართვა ვნახე, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის ლობისტების, სხვადასხვა ადგილებიდან, მერე უკვე მივხვდი და მერე უკვე ბოლოში მოწოდება რაც იყო, ჩვენ არ გავჩერდებით და რევოლუციური მოწოდებები, ეს ეტყობა მაინც გამოეპარათ. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ მთელი დღის განმავლობაში გუშინ, მე რასაც ვაკვირდებოდი, იყო, ბუნებრივია, ერთსულოვნება, განსხვავებული ორიენტაციის მრწამსის ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი აქციაზე. მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ დიახ, გუშინ ნამდვილად იყო ბევრი ადამიანი აქციაზე, გაცილებით მეტია საქართველოს მოსახლეობა, რომლის სურვილიც არის, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად გავიდეთ… ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი და სულ ტყუილად ცდილობთ. ოლიგარქის განმარტება უნდა ისწავლოთ, როდესაც გარკვეული საქმეებით ფულს იშოვი ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილს ფული არ უშოვია საქართველოში, პირიქით, უცხო ქვეყანაში ჰქონდა ბიზნესინტერესები, იქ გაყიდა, ჩამოვიდა და ქვეყანას ახარჯავს. ”