“თავიდან უნდა გავაკეთო დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადება. სინამდვილეში, მე მთხოვეს ასეთი განცხადების გაკეთება და სიამოვნებით გავაკეთებ ამას ციტირებისთვის, საჯაროდ და ეს არის შემდეგი – მე ვარ გერმანელი დიპლომატი, მე აქ წარმოვადგენ გერმანიის ინტერესს და გერმანიას, როგორც ევროკავშირის ნაწილს, ასე რომ, მე აქ ნაწილობრივ წარმოვადგენ ევროკავშირის ინტერესსაც.
მე არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში.
არასდროს დამიჭერია მხარი და არც არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ, არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას.
ვენის კონვენციის მესამე მუხლის მეოთხე წინადადებაში წერია, რომ დიპლომატიური აგენტის ერთ-ერთი საქმე არის ყველა კანონიერი გზით შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაზე, სადაც ის არის წარგზავნილი და მოახსენოს ამის შესახებ თავის ქვეყანას, მე სწორედ ამას ვაკეთებ.
ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რას დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე.
ბოდიშს ვიხდი ამ დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადების გამო, მაგრამ ვიცი, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩამოთვლილ სამივე საკითხში დამდებენ ბრალს, მაგრამ არცერთი ეს ბრალდება არ ყოფილა და არც იქნება სიმართლე.”
ამის შესახებ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.















