“ვთვლი, რომ ეს თემა ჩემთვის ამოწურულია. სრულიად არასერიოზულია გამუდმებით ახალ კონფიგურაციებზე, არჩევნებზე, ფორმატებზე საუბარი მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა მოემზადოს გენერალური, გეოპოლიტიკური არჩევნებისთვის 2024 წელს…11 წელია ამ პარტიაში ვარ. იმ დღიდან, როდესაც “ერთიან ნაციონალური მოძრაობა” გადავიდა ოპოზიციაში. თითოეული ადამიანის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი… მეც ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც თუნდაც 100-კაციან და მეტი, 120-კაციან პოლიტსაბჭოში მქონია განსხვავებული აზრი მხოლოდ მე, ასეთი სიტუაციაც ყოფილა. საკმაოდ, ჩემთვის და, ვფიქრობ, პარტიისთვის და მეტიც, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ გაუზიარებია ეს პარტიას. უმრავლესობით მიღებულა გადაწყვეტილებები. მე დამიფიქსირებია აღნიშნულზე ჩემი საჯარო განსხვავებული პოზიცია, მაგრამ შემდეგ გამიგრძელებია ბრძოლა კვლავ ენმ-სთან ერთად”,

პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩვა, თბილისის საკრებულოში პარტიის წევრების განცხადებას ეხმაურება.