„რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არასწორი მგონია, რომ არჩევნები უნდა დავუძახოთ. ეს იქნება უფრო უარესი პროცესი, ვიდრე 26 ოქტომბერს იყო და 26 ოქტომბერს არჩევნები არ ყოფილა. ამიტომ არ შეიძლება ამას არჩევნები დავუძახოთ. იქნება სპექტაკლი, რომელსაც რეჟიმი დადგამს. ჩემი აზრით, მასში მონაწილეობა, რეჟიმისთვის დახმარების გაწევა, მრავალპარტიული და კონკურენტული არჩევნების დახატვის მცდელობა იქნება, თითქოს ამ ქვეყანაში არჩევნები არსებობს. ამიტომ ამ ტყუილში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ.
ჯერჯერობით ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავიანთ პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ. მე ამ მოცემულობაში, რომელშიც ახლა ვართ, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ამ პროცესში შევიდეს“,
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.