„ზოგადად, არასწორია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში. რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, რომ მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განსაზღვროს როგორი არის პოლიტიკა და როგორი არის კანონმდებლობა. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ შემთხვევაშიც, სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია, არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში”
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, ამ დღეებში პარლამენტში მიღებული ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში ცვლილების შესახებ რეალურად, „არცერთ ცვლილებას და გამარტივებას“ არ წარმოადგენს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.