შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “არასწორია, რომ 5 ივლისის საქმეზე შსს-მ არ იმუშავა”.
“გამოძიება ვაწარმოეთ სისხლის სამართლის 12 სხვადასხვა საქმეზე, შეიკრიბა 1 000-ზე მეტი მტკიცებულება, სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 31 პირი, 100-ზე მეტი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულად, 50-ზე მეტი პირი არის დაზარალებული, 300-ზეტი მოწმე კი, დაიკითხა. პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და სადაც საკმარისი მტკიცებულება და სტანდარტი გამოიკვეთა, ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. სასამართლომ მათ მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ყველა პირის მიმართ, ვინც ჩვენ და პროკურატურამ სასამართლოს წინაშე წარვადგინეთ, განაჩენები დადგა. სადაც საკმარისი მტკიცებულება გამოიკვეთა, ხალხი პასუხისგებაში მიეცა, ხოლო სადაც პასუხისმგებლობის შესაბამისი მტკიცებულებები არ გამოიკვეთა, პოლიციასა და პროკურატურას ბრალის წაყენების უფლებამოსილება არ ჰქონდა.
არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა. როცა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს“, განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ტერორიზმის მიმომხილველ ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ “ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა მიმართეს ძალადობას ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ, თბილისი პრაიდის ღონისძიების დროს 5 ივლისს. ამ ჯგუფებმა ასევე დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის პროტესტი, ეცადნენ შტურმით აეღოთ პარლამენტი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისს… ეს მოვლენები მოხდა საქართველოს პრემიერის განცხადებების შემდეგ, რომელმაც თბილისი პრაიდის ღონისძიებას “შეუსაბამო” უწოდა”,