“თქვენ აბსოლუტურად გმირი ხალხი ხართ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და უკრაინის ხალხზე. და ჩვენი შვილები, თქვენი შვილები და შვილიშვილები არასოდეს დაივიწყებენ თქვენს საქმეს. გთხოვთ, არ აპატიოთ არაფერი არცერთ ამ მოღალატეს და ტერორისტს”
ასე მიმართა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს.
ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში სამუშაო ვიზიტის დროს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით დაწყებულ კონტრშეტევაში.