მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს, მოსკოვში, აღლუმზე დასწრებას გეგმავს უარყოფს.
„არაფერი მსგავსი არ იგეგმება“, – უთხრეს „პუბლიკას“ ყაველაშვილის პრესსამსახურში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვერც დაადასტურა და ვერც უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის დღესასწაულზე მიიწვიეს – წერს მედია.
ინფორმაცია, რომ ივანიშვილის ე.წ. პრეზიდენტი ყაველაშვილი 9 მაისს შესაძლოა მოსკოვში ჩავიდეს და წითელ მოედანზე დადგეს, ენმ-ის წერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ გუშინ გაავრცელა.