არახამიას თქმით, თუ საქართველო სააკაშვილზე უკრაინის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი სანქციები რჩება

უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ თუ საქართველო სააკაშვილზე უკრაინის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი სანქციები რჩება. ამის შესახებ, არახამიამ “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარში” განაცხადა.

“მე მგონი, საერთაშორისო სანქციები ერთადერთი მეთოდი იქნება გამოყენებული საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ”, – თქვა დავით არახამიამ.

ცნობისთვის, გუშინ, 3  ივლისსვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.