“არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნებისმიერ ფეიკთან დაკავშირებით. ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ ფეიკზე განცხადებას და ფეხი რომ წაგიცდება, ბუნებრივია, მეორე ჯერზე უფრო ფრთხილად ხარ ხოლმე, ამ შემთხვევაში ნული სიფრთხილეა არახამიას მხრიდან. ამას აქვს მარტივი მიზეზი – ამ ფეიკების შემქმნელი და შემდეგ გამავრცელებიც არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც წარმოადგენს არახამია”
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის რადაში მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარეზე, დავით არახამიაზე.