“არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული პროირანელ დიქტატორებს!” – რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი კობახიძეზე

“არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული პროირანელ დიქტატორებს!” – რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (RSC), ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებას ასე ეხმაურება.

“არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული პროირანელ დიქტატორებს! ეს არის RSC-ის ბიუჯეტის წინადადების მთავარი პრინციპი – ჩვენ პირველ რიგში ამერიკა უნდა დავაყენოთ. ჯო უილსონი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში – მადლობა თქვენი ხელმძღვანელობისთვის!” – წერს კომიტეტი.

ცოტა ხნის წინ, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა  ჯო უილსონმა დაწერა: “რატომ იყო ქართველი ირაკლი კობახიძე რამდენიმე თვის წინ ირანში, ირანის რევოლუციური გაერთიანების, “ჰეზბოლას: და “ჰამასის” ლიდერებთან ერთად? იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილი მოწოდებით. ჩვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება.”