რეჟიმის პატიმრები, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და რეზო კიკნაძე, უარს ამბობენ შეწყალებაზე – მათ წერილებს, ტელეკომპანია ფორმულა აქვეყნებს.
- ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი:
“ჩემთანაც რამდენიმე თვის წინ საპროცესოზე რომ შემოგზავნეს “ვაი ადვოკატი,” მაშინ 6 წლამდე მუხლი მემუქრებოდა, მაშინვე უარი ვთქვი საპროცესოზე, რადგან მართალი ადამიანი ვერც იმის შეწყალებას დასთანხმდება, რაც არ ჩაუდენია და ვერც იმას აღიარებს, რაც არ ჩაუდენია, ქვეყნის სიყვარული კი დანაშაული არ არის! ჩვენ ციხე ვერ გაგვტეხს, ჩვენ მათ ციხიდან გავტეხთ. ციხე გაივლის, ჭრილობაც შეხორცდება, ტკივილიც განელდება, ხოლო სამშობლოს სიყვარული არასდროს გაქრება ჩვენში. არა და არასდროს შეწყალება! დიდი სიყვარულითა და პატივისცემით თქვენი თანამებრძოლი და რიგითი აკაცუკი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ბოლომდე!”.
- რეზო კიკნაძის წერილი:
“შეწყალების საკითხზე თავის დროზე ბევრი მაქვს ნასაუბრები და ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება. რაღატომ გაცოცხლდა ეგ თემა ეგეც არ ვიცი. გადაშლილი ფურცელია უკვე და გადაშლილ ფურცლებზე მე უკან აღარ ვუბრუნდები.
რაც ვთქვი, რა თქმა უნდა, ისევ იმ განწყობაზე ვარ: უსამართლოდ მოსჯილ წლებს პატიოსნად მოვიხდი და აქედან თავაწეული გავალ, სრულიად სუფთა, განსხვავებით მათგან ვინც აქ ჩამსვა. სამშობლოს მომავლის გადასარჩენად ბრძოლის გამო მოსჯილ წლებს პატივად მივიღებ და ისე ვატარებ… შემეხვეწონ მე, რომ შევიწყალო აქეთ.
გული ვერ მოკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა.სიმართლისთვის ბრძოლა არასდროს დამღლის. ბ ო ლ ო მ დ ე!”.














