„ზოგადად ნებისმიერი სახის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და საქმიანობის ხელშეშლა არის დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუ მსგავსი ფაქტი შეიძლება ბუნებაში არსებობდეს და ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს და რა თქმა უნდა, მოსამართლეს შეუძლია, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლეს აუცილებლად იპოვიან. მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს. თეორიული დაშვებაც კი იმისა, რომ მოსამართლეზე ვინმემ შეიძლება რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს, ბუნებრივია, მიუღებელია და თუკი რომელიმე მოსამართლის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ მუქარა ხორციელდება, ან მის საქმიანობაში ვინმე უკანონოდ ერევა, ბუნებრივია, ამის შესახებ მათ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო, ბუნებრივია, გამოძიებას ვერ დაიწყებს, თუმცა პოზიცია არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ნებისმიერი სახის ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში არის მიუღებელი. ეს არა მხოლოდ ჩემი პირადი პოზიციაა, არამედ ამის შესახებ საუბრობს კონსტიტუცია. ეს არის ერთ-ერთ მთავარი პრინციპი, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი,“
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.