მაიას უძველესმა ტომებმა თანამედროვე მექსიკის და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ასობით პირამიდა ააშენეს. ძირითადად ეს პირამიდები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000–1500 წლებში აშენდა. ამ ნაგებობებს სხვადასხვა ფუნქციები ქონდა, ასევე მაიას პირამიდების შიგნით სხვადასხვა არტეფაქტებს განათავსებდნენ ხოლმე, წერს Live Science.
მაიას პირამიდების კვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს პირამიდები გამოიყენებოდა როგორც რელიგიური რიტუალების ჩატარებისთვის, ასევე ადგილად, სადაც მმართველებს და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებს მარხავდნენ. პირამიდების შიგნით ბევრი არტეფაქტის ინახებოდა, რომლებიც მაიას ტომების ცხოვრების შესახებ გვიამბობს. აქვე ინახებოდა ძვირფასი საგანძური.
თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირამიდების შიგნით ზოგჯერ კიდევ ერთი, შედარებით მცირე ზომის პირამიდაც იყო მოთავსებული. მაგალითად, კუკულკანის პირამიდაში, რომელიც თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე, იუკატანის ნახევარკუნძულზე, მაიას ქალაქ ჩიჩენ–იციში მდებარეობს.
“ჩვენი აზრით, როცა მაიას ტომები სხვათა ნასახლარზე, მიტოვებულ ადგიზე სახლდებოდნენ ისინი ძველ შენობებს არ ანგრევდნენ. ხშირად ახალ ნაგებობებს ძველის გარშემო აშენებდნენ. განსაკუთრებით ეს ეხება პირამიდებს“– ამბობს მექსიკის ნაციონალური უნივერსიტეტის მკვლევარი ანდრეს ტერეხო–ანდრადე.
“ახალი პირამიდების მშენებლობა უკვე არსებულის გარშემო მაიას ტომების ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო აქ ესპანელების მოსვლამდე. ზოგიერთ ნაგებობას მაიას დასახლებებში სწორედ ასეთი სტრუქტურა აქვს “– ამბობს მექსიკის ანთროპოლოგიის და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერი დენის ლორენია არგოტე ესპინო.
მეცნიერების თქმით, მაიას ზოგიერი პირამიდა არა მხოლოდ კონსტრუქციის უჩვეულობით არის ცნობილი. იმ დროს, როცა ზოგიერთი მათგანი ტაძარი იყო, სადაც რელიგიური რიტუალები ტარდებოდა, მაიას სხვა პირამიდები მმართველი ელიტის სამარხებად გამოიყენებოდა.
ხშირად ასეთ სამარხებში მეცნიერები სხვადასხვა საგანძურს პოულობდნენ. თუმცა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნეფრიტის ნაკეთობები, რომლის გამოყენება ძალიან უყვარდათ მაიას ტომელებს. მაგალითად, ნეფრიტისგან ამზადებდნენ სამკაულს, ასევე დასაკრძალ ნიღბებს. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ნეფრიტის ნაკეთობაა იაგუარის ფორმის ქვის ტახტრევანი, რომელიც სწორედ ნეფრიტით არის ინკრუსტირებული. ეს ტახტრევანი არქეოლოგებმა კუკულკანის პირამიდაში აღმოაჩინეს.
ეს ტახტი ჩვენი წელთაღრიცხვის 9–10 საუკუნეების პერიოდშია შექმილი.
“მაიასთვის ნეფრიტს დიდი მნიშვნელობა ქონდა. ეს იყო არა მხოლოდ ძვირფასი და ლამაზი მინერალი, არამედ მაიას მნიშვნელოვანი სიმბოლო. ის სიცოცხლესთან და ძალაუფლებასთან ასოცირდებოდა. ნეფრიტი ხშირად გამოიყენებოდა დაკრძალვის რიტუალებში, ასევე ღმერთებთან ურთიერთობის სარიტუალო ცერემონიალებში“– ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი კარლ ტაუბე.
არტეფაქტებს შორის, რომლებსაც მეცნიერები მაიას პირამიდებში პოულობენ, ხშირად გვხვდება მართლაც გასაოცარი ნივთები, მაგალითად არქეოლოგებმა გვატემალაში, ქალაქ სან–ბარტოლოში მდებარე პირამიდაში სავარაუდოდ მაიას ერთ–ერთი ყველაზე ძველი კალენდარი იპოვნეს, რომლის ასაკი 2200 წელია.
ჰონდურასში, ქალაქ კოპანში არქეოლოგიურ ქალაქში მდებარე პირამიდაში კი მეცნიერებმა უზარმაზარი წარწერა აღმოაჩინეს, რომელიც მაიას დამწერლობის 2 ათასზე მეტ სიმბოლოს შეიცავს. მასში მოთხრობილია ძველი მაიას ერთ–ერთი სახელმწიფოს მმართველების ისტორია.