“არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია დაიწყო. მოქალაქეები ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან.
პარალელურად, დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი უნდა გაიმართოს.
ადგილზე საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები.
მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, რითაც ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ და მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციას შეუერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი “ოცნების” გადაწყვეტილებას, დააბრუნოს რუსული კანონი პარლამენტში, ერთობლივად გააპროტესტებენ.
ხელისუფლება, რუსულ კანონს დღეს ბიუროს სხდომაზე ხელახლა დაარეგისტრირებს.