“დისკრიმინაცია დანაშაულია – არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით, ამ წუთებში რუსთაველის თეატრთან, ნინიცა მაყაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მსახიობები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები და მოითხოვენ, რომ ბოდიში მოიხადონ ელისო ბოლქვაძემ და რობერტ სტურუამ, რადგან მათი თქმით, განცხადებები, რომლებიც დეპუტატმა და რეჟისორმა გააკეთეს, ძალადობას ახალისებს.