”19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე.
კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია.
სრულად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით.
საქართველოს პატრიოტებს, ვისთვისაც მნიშვბელოვანია ჩვენი სახელმწიფო, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ღირსება, მოგიწოდებთ, კვირას, 25 აპრილს, 15:00 სთ-ზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ერთად გავაპროტესტოთ ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, წერია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ორ საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს მოიტანს.
პარლამენტში 27 აპრილს იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ნიკა მელია ამ გზით გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. ის ასევე უარს ამბობს ევროკავშირის მიერ მისი გირაოს თანხის გადახდაზე და საპატიმროს დატოვებას უპირობოდ ითხოვს.