უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთთან ომი შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს. არესტოვიჩის ინტერვიუს ნაწილს UNIAN – ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ასევე აცხადებს, რომ დონბასის ტერიტორიის ოკუპირების შემთხვევაში, უკრაინა ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, რაც უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს და ეკონომიკურ დანაკარგებს გამოიწვევს.
“რამდენიმე საომარი შეტაკება 2035 წლამდე გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებებს ყოველ ორ, შესაძლოა ყოველ ხუთ წელიწადში. მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ღელავს იმაზე, როგორ იცხოვროს და გაზარდოს შვილები, სჭირდება რომელიმე სხვა ქვეყანა”- განაცხადა არესტოვიჩმა და დასძინა, რომ თავად ოჯახის წევრების ქვეყნიდან გაყვანას არ გეგმავს.