არესტოვიჩის თქმით, უკრაინის არმია ივლისში აქტიური კონტრშეტევისთვის მზად იქნება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ივლისში უკრაინის არმია აქტიური კონტრშეტევისთვის მზად იქნება. ამის შესახებ არესტოვიჩმა, ამის შესახებ 15 მაისს Feigin LIVE ეთერში ისაუბრა.  არესტოვიჩი ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ივლისში მიირებს, უკრაინა მოკავშირეებისგან “სერიოზული რაოდენობით” მძიმე შეიარაღებას.

  • “ლენდ-ლიზი მხოლოდ ერთ-ერთი წყაროა, გერმანელებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროებს უკვე წვრთნიან თავიანთ Panzerhaubitze 2000-ზე. ძალიან კარგი იარაღია, ხარისხიანი. ისინი უკვე წრთვნიან, რაც ნიშნავს, რომ მალე მივიღებთ… ამერიკელებმა გამოთვალეს, რომ 90 ჰაუბიციდან 89 უკვე აქ არის და მთელი ძალით ისვრიან. ეს ამბავი ნელ-ნელა მიდის”, – თქვა არესტოვიჩმა.