არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსებმა აზოვსტალზე საჰაერო იერიში განაახლეს

რუსებმა აზოვსტალზე საჰაერო იერიში განაახლეს – ინფორმაციას, ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს. 

“რთული ამბებიც გვაქვს. მტერი ცდილობს ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა საბოლოო წინააღმდეგობა აზოვსტალის რაიონში და განაახლა საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაზე და შეეცდება, თავდასხმითი შეტევების განხორციელებას”, – განაცხადა მან.