უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი პროგნოზირებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა გაგრძელდება “კიდევ ერთი კვირა, შესაძლოა მეტიც”.
მისი თქმით, რუსეთი დატოვებს კონტიგენტის ნაწილს კიევთან, რომლის ამოცანა იქნება უკრაინის ჯარის შეკავება.
არესტოვიჩის ცნობით, ჯარების ნაწილი, რომლებიც განლაგებული იყვნენ დედაქალაქის მახლობლად, გადაყვანილნი არიან დონბასში უკრაინული ძალების პოტენციურად ალყაში მოსაქცევად.
მისივე ინფორმაციით, ჯარები ჯერ არ არის გაყვანილი ჩერნიგოვიდან. “რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთს, ხერსონს, იქ რუსები თავდაცვით რეჟიმში იმყოფებიან და უკრაინის შეიარაღებული ძალები „აწარმოებენ ზუსტ ტაქტიკურ მოქმედებებს“.