უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ოკუპანტების ახალი შეტევის შემდეგ დონბასში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და რუსული არმიის ოთხი “მტერი“ დაასახელა.
„შეიძლება ითქვას, რომ რუსული არმია ცდილობს. ისინი გულმოდგინედ ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, როგორც აკადემიებში ასწავლიდნენ – გმირულად შეტევა, წინ და უკან. მაგრამ რუსეთის არმიას ჰყავს ოთხი მტერი – პირველი არის რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მეორეა ოპერაციის რუსული სარდლობა და კიდევ ორი მტერი არის გზები და სულელები“, – თქვა არესტოვიჩმა Unian-ის ცნობით.
მისივე განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ რეალურად შეხვდნენ რუსულ არმიას, მაგრამ ისინი პირველ ოთხ დაბრკოლებას ვერ გადალახავენ.