არესტოვიჩმა ომის დროს დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა დაასახელა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინამ დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. თუმცა , მისი თქმით რუსეთის დანაკარგები უკრაინულს ბევრად აღემატება.

“ჩვენ კონფლიქტის პირველ ეტაპზე დღეში საშუალოდ 100 ჯარისკაცი გვეღუპებოდა, რუსულ არმიას კი 1000 ჯარისკაცი პირველი 20–30 დღის განმავლობაში. ახლა მათ უკვე დღეში 200–300 ჯარისკაცი ეღუპებათ მინიმუმ“–თქვა მან

კიევში თავიდან საკუთრი დანაკარგების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებდნენ: ომის პირველი დღის შემდეგ ზელენსკიმ 137 დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცხე განაცხადა. აპრილის შუა პერიოდში კი ზელენსკიმ უკრაინული დანაკარგები 2.5–3 ათას ჯარისკაცად შეაფასა.  ამის შემდეგ უკრაინას საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია.

რუსეთი აპრილში აცხადებდა, რომ უკრაინული მხარის აუნაზღაურებელი დანაკარგი 23 367 ჯარისკაცი იყო, თუმცა აუნაზღაურებელ დანაკარგში იგულისხმება არა მხოლოდ გარდაცვლილები, არამედ უგზოუკვლოდ დაკარგულები, ტყვედ ჩავარდნილები და სერიოზულად დაჭრილები, რომელთაც სამხედრო სამსახურის გაგრძელება აღარ შეუძლიათ.

რაც შეეხება რუსეთს, მას საკუთარი დანაკარგების შესახებ დიდი ხანია არ განუცხადებია. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მაისის ბოლოსთვის რუსებმა დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგეს. უკრაინელების ბოლო ინფორმაციით კი ომის დაწყების შემდეგ ლიკვიდირებული ოკუპანტების რაოდენობა, დაახლოებით 32 050 -ს შეადგენს.