“ზოგადად, ყველამ იცის რა უნდა მაგალითად არესტოვიჩს ხომ? არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი, პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ერთადერთი მიზანი ამ კამპანიის უკან არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იკვრება, როდესაც ჩვენ ვისმენთ არესტოვიჩის შესაბამის განცხადებებს. რა თქმა უნდა, ეს ასეა, რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზანი იმის უკან, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყანაში, ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა”,

აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.