“ჩვენ გავეცანით პრემიერ-მინისტრის ანგარიშს. სიმართლე იქ ალბათ, ძალიან ცოტა რამ წერია. რეალობა არის ის, რომ ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში. პრემიერ-მინისტრი არის პირადად პასუხისმგებელი, რომ ევროკავშირის მოთხოვნების წარდგენიდან ერთი წლის თავზე, დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ სამია შესრულებული 12-დან და საქართველო დგას საფრთხის წინაშე, რომ მიმდინარე წელს კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ. ამასთან დაკავშირებით იქნება შეკითხვები, ასევე, მთელ რიგ ტყუილებზე, რომელსაც ანგარიშში წერს, რომელიც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას. საქართველოს მოქალაქეები დამეთანხმებიან, რომ გაზრდილი ფასების, ინფლაციის და უმუშევრობის გარდა ვერანაირ ეკონომიკურ შედეგს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის შედეგად ვერ ხედავენ. პასუხი ამ რუსულ ხელისუფლებას უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა, ჩვენ არ ველოდებით არანაირ პასუხს რუსული ხელისუფლებისგან. პასუხი ამ პრობლემებს უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა და გაისტუმროს “რუსული ოცნება” ხელისუფლებიდან,”

ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.