“არის თუ არა ეს პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?”- მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის ელჩს მიმართავს კითხვით, არის თუ არა ეს მედიის ღია პოლიტიკური დევნა.
“როცა პრემიერი კრიმინალად, თან მთავარ კრიმინალად გაცხადებს, იმ ვითარებაში, როცა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ჩემზე და როცა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, როგორ უნდა იქნეს ეს აღქმული და შეფასებული? არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?” – წერს გვარამია.