“არის თუ არა მიზანშეწონილი „არასათანადო“ უწოდო მოწვევას , რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება? -უკრაინის რადას ხელმძღვანელი პაპუაშვილს

უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეპანჩუკი ფეისბუქით პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც უარი თქვა ბუჩაში მიწვევაზე, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო:

“არასათანადო – ასე აღწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩემი მოწვევა ბუჩასა და ირპენის მოსანახულებლად.

სწორედ ასე თქვა დიდმა შოთა რუსთაველმა: ერთგული მეგობარი მეგობარს დაეხმარება, მას არ ეშინია უბედურების. გულს მისცემს გულს, სიყვარულს კი – ვარსკვლავი გზაში.

კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. არიან ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხებში გვიწევენ დახმარებას.

ჩვენ ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში უდგას ჩვენს დამცველებს და იცავს უკრაინას რუსული შემოჭრისგან, ისევე როგორც ბევრი უკრაინელი 2008 წელს. ისინიც ქართველების გვერდით იდგნენ რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც შელახა თქვენი დამოუკიდებლობა, ოკუპირება მოახდინა თქვენი ტერიტორიის ნაწილის, დახოცა თქვენი ხალხი.“

სტეფანჩუკი წერს,  რომ რუსეთთან დაპირისპირების პირველივე დღეებიდან, უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს: პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე.

„უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების („ბუკ“, „ოსა“) წყალობით თქვენ დაიცავით თქვენი ცა. მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. ჩვენი ხალხები და ისტორია ყოველთვის შეგვაფასებს ჩვენ პოლიტიკოსებს.

„ერთადერთი რამ, რაც ენითგამოუთქმელს მხდის, არის კითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე“, – წერს რადას თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რომ მანაც მიიღო რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდეს უკრაინაში. პაპუაშვილის განმარტებით, უკრაინის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული რამდენიმე პრეტენზიის  განუმარტებლობის ფონზე, “ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”.