არის სათვალე “ბიძინა”, თუ გაიკეთებ, ხედავ აყვავებულ საქართველოს – ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ჩალაძე ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგებს “პოლიტიკური ტანგოს მოცეკვავეებს” უწოდებს.

“არის ასეთი სათვალეების ბრენდი, რომელსაც ჰქვია “ბიძინა”. ბიძინას თუ გაიკეთებ სათვალეებად, თქვენ ხედავთ აყვავებულ საქართველოს, რომელშიც ყველაფერი კარგად არის და შიმშილი და სიღარიბე არ არის. ამ ადამიანებს, ვითომ ექიმები და ეპიდემიოლოგები, პოლიტიკური ტანგოს მოცეკვავეები მეტს არაფერს აკეთებენ, თუ არა ბიძინას პასკვილების გავრცელებას. ამიტომ ვაქცინა საქართველოში უნდა შემოვიდეს. არაფრად ჩავთვლით სახელმწიფო რეგულაციებს. შევძლებთ თუ არა, პირველივე ეტაპზე შემოვიტანთ საქართველოში ვაქცინას”,– ამბობს ჩალაძე ტვ პირველის ეთერში.

ის ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და ქვეყანაში ვაქცინა მასთან ერთად შემოიტანონ.