არის სანდო ინფორმაცია, რომ კვირას შეიძლება არ დამტკიცდეს 120/30-ზე წესი – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ აქვს სანდო ინფორმაცია, შესაძლოა “ქართული ოცნების” უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არ დაამტკიცოს.

“დაველოდოთ რა მოხდება კვირას. ძალიან მნიშვნელოვანია კვირას რიგგარეშე სხდომაზე ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გადაგვაგდებენ თითქმის პროპორციულ წესთან დაკავშირებით თუ არა. არის ძალიან სანდო და სერიოზული ინფორმაცია, რომ კვირას შეიძლება არ დატკიცდეს 123/30 -ზე წესი. შესაბამისად ოპოზიცია რა მაჟორიტარულ ადგილებს იყოფს ვერ გამიგია”,- ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილმა, ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა და ამბობს, რომ მათთან ერთად გადაწყვეტს რომელ ოლქში ვის კანდიდატურას დააყენებენ.

დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გაიმართება.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს პროპორციულთან დაახლოებულ სისტემაზე, 120/30-ზე სისტემაზე შეთანხმდნენ.