“ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები არის აღმოჩენილი ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში და ის დინამიკა, რომელიც მის დაავადებებს მოჰყვა ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით, არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა ვივამედში ყოფნის პერიოდს მაშინ, ბუნებრივია, ვივამედი იქნება ამაზე პასუხისმგებელი. თუ არადა მაშინ იქ, სადაც მანამდე იყო მოთავსებული“
აცხადებს, საქართველოსმესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი TV პირველთან ინტერვიუში.