პოლონეთის პრემიერი, მატეუშ მორავიეცკი ამბობს, რომ არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში. ამის შესახებ მან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული ამ სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, მხარი დაუჭიროს უკრაინას და უკრაინის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. ვინ შეიძლება უკეთესად ესმოდეს უკრაინის, თუ არა საქართველოს, ვინაიდან, საქართველოს 20% დაკავებულია ოკუპანტების მიერ”,- თქვა მორავიეცკიმ ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაღრმავდეს და თითოეული დანგრეული სახლის გამო იკუპანტს თითო სანქცია უნდა ემატებოდეს.