შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს ევროპული საქართველოს სიის წევრი არმაზ ახვლედიანიც. მისი თქმით, გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო.
“მე მოვედი ხელის მოსაწერად. მოვედი იმიტომ, რომ რაც აქამდე გაკეთდა დიდი ძალისხმევით ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტების, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. დასასრულებელია ეს ბრძოლა და უნდა მოხდეს არანორმალური სისტემის სრული დემონტაჟი, რომელიც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს ქაღალდი, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო, იქნება ფარატინა ქაღალდი. მე მზად ვარ ბრძოლისთვის. ბრძოლისთვის ბოლომდე”,– განაცხადა ახვლედიანმა TV პირველთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება “ევროპულ საქართველოსთან” არ შეუთანხმებია.
“მე არ ვათანხმებ ჩემს პირად გადაწყვეტილებას არავისთან, როდესაც ვხვდები, რომ ეს გადაწყვეტილება აქ და ახლაა მისაღები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტია, მათ შორის, ევროპული საქართველოც, მალე შეუერთდება ამ ოპოზიციურ ერთობას, რომელიც დრეს იწყებს რეალურად ბრძოლის ახალ ეტაპს ქართული ოცნების წინააღმდეგ”. – ამბობს ის.