არსებობს მაღალი ალბათობა რომ შეთანხმება ვერ შედგეს – დავით ბაქრაძე

“არსებობს მაღალი ალბათობა რომ შეთანხმება ვერ შედგეს”- ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ შედგეს. ამის შესახებ მან  აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“შექმნილ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია. მეორე შეხვედრა საკმაოდ მალე შედგება, კონკრეტულ თარიღსა და ადგილს ჯერ ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ ერთი რაზეც შევთანხმდით, შეხვედრები გაგრძელდება ჩვენი მეგობრების, ფასილიტატორების მონაწილეობით. ვეცდებით, კომპრომისი იყო მოძებნილი, თუმცა პასუხისმეგბლობის ძალიან დიდი ნაწილი არის მმართველი გუნდის მხარეს, რამდენად გაიაზრებენ ისინი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის სიღრმეს. არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს, მაღალი ალბათობა არსებობს”, – განაცხადა ბაქრაძემ.