შეგვიძლია პოლიტიკურად ბევრ რამეზე ვიკამათოთ, თუმცა, როგორც კი სასამართლო დარბაზში გადავდივართ და ამის დიდი გამოცდილება აქვს იუსტიციის სამინისტროს, ჩვენ გვახსოვს გარკვეული პერიოდი, როდესაც ევროინტეგრაციის გზა თითქოს ფერხდებოდა კონკრეტული პატიმრის თითქოსდა არასათანადო მოპყრობისა გამო, ჩვენთან მოსული იყო 27 ელჩი, გვეუბნებოდნენ რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, თუმცა, როგორც კი გადავინაცვლეთ სასამართლო სიბრტყეში – შედეგი დადგა სხვა.

ამიტომ, სამართლებრივ ნაწილზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ჩვენ, როგორც იურისტებმა. მათ შორის, გაჟღერდა სიტყვა აგენტი, რომელსაც ეს კანონი აბსოლუტურად არ ითვალისწინებს, მაგრამ რადგან გაჟღერდა მაინც პატარა რეპლიკას გავაკეთებ, რომ საზოგადოებისთვის გასაგებია, რა აღქმებს ჩამოუყალიბებ, მაგრამ აქ იურისტები ვართ და არსებობს პრინციპალ აგენტის თეორია, ძალიან დიდი თეორიაა, რომელიც ყველამ ვიცით რა არის.

თქვა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა.