მედიის თავისუფლება მართლაც მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და აქ, საქართველოში, ჩვენ ვხედავთ მედიის შევიწროებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გზავნილია იმის ცოდნა, რომ დამოუკიდებელი მედია მხარდაჭერილია. საზოგადოებას უნდა შეეძლოს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა შეხედულებების შესახებ და არა მხოლოდ ერთი შეხედულების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედია გარემოს შევიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვა ინფორმაციაზე, რის გამოც ისინი იღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას.
ვიმედოვნებ, რომ მეტი აქცენტი გაკეთდება ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის არსებობაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც ცდილობს შექმნას თავისი ინსტიტუტები.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას უპასუხა.