ბლექ სი არენა The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც მსმენელს ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ “არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის მათი პოზიცია”.
“გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია”. – წერია განცხადებაში