არჩევანი თბილისზეა, ქვეყნის მომავალი სასწორზე – შვედეთის ყოფილი პრემიერი სააკაშვილზე

“არჩევანი თბილისზეა, ქვეყნის მომავალი სასწორზე ” –  ასე ეხმაურება, ვედეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს მოქმედი თანათავმდჯომარე საგარეო ურთიერთობების საკითხებში კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.  მისი თქმით, პოლარიზება, რომელიც სააკაშვილის მომხრეებსა და მართველ პარტიას შორის არსებობს, ქვეყნის დემოკრატიას და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. როგორც ბილდტი აცხადებს, “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილს, დაკავების ნაცვლად, სასამართლოს გზით თავდაცვის შესაძლებლობა უნდა მისცეს.

“ახლა საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია კანონის უზენაესობის დაცვა მყისიერი დაკავების ნაცვლად. მთავრობამ უნდა მისცეს სააკაშვილს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი თავი სამართლიანი სასამართლოსა და საერთაშორისო დაკვირვების პირობებში”. – წერს კარლ ბილდტი.