არჩევნებამდე მაინც მივალთ, უბრალოდ ძიძგილაობით თუ პოლიტ სტაბილურობით ეს დევს სასწორზე -უსუფაშვილი

“არჩევნებამდე მაინც მივალთ, უბრალოდ ძიძგილაობით თუ პოლიტ სტაბილურობით ეს დევს სასწორზე”- ლელო საქართველოსთვის წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების მესამე რაუნდმა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები წარმოაჩინა და აცხადებს, რომ

“ქართული ოცნების პოლიტიკური აკვიატებაა, რომ ერთპარტიული მმართველობის გარდა ვერაფერი, სხვანაირი მმართველობა ვერ წარმოუდგენია, ამიტომ გააკეთა ის რაც გააკეთა ამ არჩევნებზე. ამან მოიყარა თავი 31 ოქტომბრის არჩევნებში და კრიზისიც არის ქვეყანაში. ის 4-პუნქტიანი გეგმაც ჩემთვის არის სინამდვილეში 1-პუნქტიანი – საჭიროა პოლიტიკური გამოსავალი. მესამე რაუნდზე ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ერთი მხრიდან წარმოადგენდნენ საქართველოს მილიონ მოქალაქეს, პლუს მინუს რამდენიმე ათასი, და მეორე მხარესაც 1 მილიონი მოქალაქის მიერ არჩეული ადამიანები. საქართველოს ამ მოსახლეობის შეთანხმებაზეა საუბარი და არა უსუფაშვილის თუ თალაკვაძის, კობახიძის თუ ბაქრაძის. ამ პროცესს სჭირდება სერიოზული მიდგომა. ოპოზიციის პოზიციონირება არის კონსტიტუციური და სამართლებრივი. გაუგონარს არაფერს ვითხოვთ. დრო არის ცოტა დარჩენილი, მაგრამ საკმარისია შეთანხმების მისაღწევად…მესამე რაუნდმა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები წარმოაჩინა. ჯერ არაფერი არც მიღწეულია, არც დაკარგულა. გვაქვს გარკვეული წყალგამყოფივით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის პირველ დღემდე მოხერხდეს შეთანხმება, თუმცა ამ დღით არ იხურება და არ მთავრდება ყველაფერი, უბრალოდ შემდგომ პერიოდში უფრო ძვირი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ის პროცესები, რომელიც განვითარდება, თორე გამოსავალი მაინც არის არჩევნები, მაგრამ იმ არჩევნებამდე მივალთ ძიძგილაობით, ჯაჯგურით და სხვა ქმედებებით, რომლებიც მოსახლეობისთვის ნაკლებად სასარგებლოა, თუ მივალთ მიღწეული შეთანხმებით, რომლის შედეგადაც უზრუნველფოლი იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, ეს დევს სასწორზე”, – განაცხადა უსუფაშვილმა.