ფორმულას ჟურნალისტის, ვახო სანაიას განცხადებით, ივანიშვილი ფორმულას წასართმევად ემზადება.
“არჩევნებამდე ორი დღით ადრე ბიძინამ ტელეკომპანია ფორმულა წასართმევად გაამზადა. არჩევნებს მოვიგებ, მერე ამ ქვეყანაში ყველა ტელევიზიას ჩავიგდებ ხელში და დავხურავო. აგერ ვნახავთ, ვინ ვის დახურავს”,- წერს სანაია.
ცნობისთვის, “თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
მედიამენეჯერები ვარაუდობენ, რომ ამ სარჩელით ხელისუფლებას კეზერაშვილისთვის ფორმულას წილის დაყადაღება სურს.