ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის შეფასებით, დავით კეზარაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს ახალი სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია
“არჩევნებამდე 2 დღით ადრე, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კიდევ ახალი სარჩელის შეტანა არის პოლიტიკურად მოტივირებული და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს წინასაარჩევნოდ იმისათვის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე დამატებითი საქმეები აღძრას, კომპრომატები გამოჩხრიკოს ეს არის ძირითადი ინსტრუმენტი. მე არ ვიცი კონკრეტულად ამ საქმის შესახებ მაგრამ ის ვიცი, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ წარმოებული საქმეები ზოგი შეწყდა, ზოგ საქმეზე ის გამართლდა და კიდევ უფრო მძიმე იყოს ის ფაქტი, რომ ევროპის სასამართლოებმა მათ შორის ლონდონის და საფრანგეთის არ დააკმაყოფილეს ექსტრადიციის მოთხოვნა, იმ მიზეზით, რომ ქართული სასამართლო იყო პოლიტიკურად მოტივირებული და შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისთვის”‘, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში უჩივის და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.