არჩევნებზე ოცნების წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან აცრილები – მდინარაძე

არჩევნებზე ოცნების წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან აცრილები – აცხადებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე. ის ამბობს რომ პარტია აიღრებს ამ პასუხისმგებლობას და 2021 წლის არჩევნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლები – ცესკოს კომისიის წევრები, ასევე, კანდიდატები და სხვა ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან აცრილები.

“ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან აცრილები და განუხრელად დაიცავენ კოვიდ რეგულაციებს”. – თქვა მდინარაძემ.