მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა და არჩეული ლიდერი, პარტიის “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” ხელმძღვანელი აუნგ სან სუ ჩიი, ქვეყნის პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააკავეს.
დაკავებულთა შორის არის პრეზინდეტის მრჩეველი და ნობელის პრემიის ლაურეატი სან სუ ჩიც, რომელსაც ამბოხებულები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ორგანიზებაში ადანაშულებენ.
არმიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა რაც ნოემბერში ჩატარებული არჩევნების გამო უკმაყოფილება გამოთქვა არმიამ და გაყალბებულად მიიჩნია.
სამხედროებმა ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა.
მიანმარში მიმდინარე პროცესები მკაცრად დაგმო საერთშორისო საზოგადოებამ და ამბოხებულებს დაკავებულების დაუყონებლივ გათვისუფლებისაკენ მოწუოდა.
”ჩვენ ველოდებით (მიანმარში) დაკავებული ყველა არჩეული ლიდერის, პოლიტიკური მიღვაწის და სამოქალაქო პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას… ჩვენ მოვუწოდებთ მიანმარში ხალხის თავისუფალი ნებით შექმნილი ახალი პარლამენტი რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს და სწრაფად მოიხსნას არჩეული ლიდერების და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ შექმნილი დაბრკოლებები… ვიმედოვნებთ, რომ ეს მძიმე მოვლენა არ გააუარესებს მიანმარში რთულ პირობებში მცხოვრები როჰინჯა მუსლიმების მდგომარეობას.”- აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.