არჩევნების მეორე ტურის დღეს გადაადგილების შეზღუდვა 1 ღამით მოიხსნება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, ერთი ღამით კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილება შედის “იზოლაციისა და კარანტინის წესების” მეორე მუხლის მე-6(2) პუნქტში, რომელიც აღწერს, თუ რა შემთხვევაში და როდის არ მოქმედებს ხსენებული შეზღუდვა.

” „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის 6​(2) პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

დადგენილება ძალაშია 21 ნოემბრის 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 05:00 საათის ჩათვლით.

ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან 7 დიდ ქალაქში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა.