არჩევნების მერე შეეცდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოიშორონ – გია ხუხაშვილი

“არჩევნების მერე შეეცდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოიშორონ”- ექსპერტი, გია ხუხაშვილის თქმით, “ქართული ოცნების ” ამომრჩეველი ახლა არის ის ვისაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ახარებს, შესაბამისად ხელისუფლება არჩევნებამდე იძულებულია რომ სააკაშვილი ჰყავდეს ციხეში, ხოლო 30 ოქტომბრის მერე, სავარაუდოდ, შეეცდებიან „სააკაშვილის მოიშორორებას, რადგან მათთვის ეს თავის ტკივილია“.

„ხელისუფლების ამოცანაა, არჩევნებამდე ნებისმიერი ტიპის თუნდაც მცირე რისკისგან თავი დაიზღვიოს. ეს არის მათი ამოცანა, როგორმე ეს ორი დღე გაათრიონ, მიიყვანონ არჩევნებამდე. შემდეგ ყველას შეუშვებენ, ყველას გამოუშვებენ. მეტიც, მაღალი ალბათობით, შეეცდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოიშორონ იმიტომ, რომ ციხეში რომაა ეს თავის ტკივილია მათთვის. ახლაც გაუშვებდნენ, მაგრამ იმიტომ ვერ უშვებენ, რომ შემდეგ არჩევნებს წააგებენ. ვინ არის მათი ამომრჩეველი? – ვისაც მოეწონა, რომ მიშა ციხეშია. ამ ამომრჩეველს ხომ არ დაკარგავენ?! შესაბამისად, მათ მიშა ციხეში იმიტომ კი არ ჰყავთ, რომ უნდათ, იძულებულები არიან, ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება ახლაც მიშა სააკაშვილის მძევალია. 30 ოქტომბრამდე ყველა შემთხვევაში ასე იქნება. შემდეგ იმ ევროპარლამენტარებსაც ბოდიშს მოუხდიან, ამათაც მოიპატიჟებენ, ჩამობრძანდით საქართველოშიო“,- განაცხადა ხუხაშვილმა.