“ვილაპარაკეთ იმაზე რას ვფიქრობთ, როგორ მიმდნარეობს მოვლენები, რა ხდება საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საარჩევნო პროცესები ცხადია, რომ უკვე დაწყებულია თან კარგა ხანია, ჩვენ ვხედავთ საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედების ფორმებს, ამაზე ვილაპარაკეთ. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ფორმების მეშვეობით არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს, გავუზიარეთ მათ ეს გეგმებიც. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ყველამ იცის, მათ შორის ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ოპოზიცია შეძლებს ხმების დაცვას და ამ გამარჯვების გაფორმებასაც”,
განაცხადა ამის შესახებ, “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციური პარტიები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.