„ერთადერთი, ვისაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებში მონაწილეობით. ჩვენ მშვიდად და წყნარად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და იმ როლისთვის, რომლის შესრულებაც ევროკავშირი შეუძლია. მათ უნდა გაარკვიონ, რა არის საქართველოს არჩევანი არჩევნებზე – ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელება და აჩქარება, თუ ეს შესაძლებელია, ან სხვა მიმართულების აღება.
ევროკავშირმა უნდა მოისმინოს არა მარტო ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე, რაც იქნება გარკვეული ტიპის რეფერენდუმი. შედეგიდან გამომდინარე, გადაწყდება, შეაჩერებენ თუ არა ისინი (ევროკავშირი) ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს“,
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.