არჩევნების წინ კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა – ასე ეხმაურება, ტელეკომპანია “პირველის” ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დღეს, 7 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “ფორმულას” მფლოებლთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
”არ მგონია, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოეტანათ მაინც და მაინც ახლა, რომ არ არსებობდეს ფორმულა. იმიტომ, რომ დააკომპლექსონ ყველა ჟურნალისტი, რომელიც არ ფიქრობს ისე, როგორც ხელისუფლებას უნდა. რასაკვირველია, მოახლოებული არჩევნების წინ, კონკრეტულად კეზერაშვილის შემთხვევაში ეს არის ფორმულაზე შეტევა.” – განაცხადა გრიგოლიამ.